თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  •  

    ჩვენი პროგრამა გახლავთ საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საშუალება, გახდეთ შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული პროფესიონალი და დააკმაყოფილოთ სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები.

    ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტს სავალდებულოდ უნდა ჰქონდეს გავლილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა აკრედიტებულ ორგანიზაციაში.

    ჩვენი უნივერსიტეტი გთავაზობთ  განათლებისა და დასაქმების  რეალურ  შესაძლებლობას.

    სწავლება განხორციელდება ორ სხვადასხვა ლოკაციაზე:

    • თბილისი, უზნაძის ქ. N68
    • რუსთავი, შევჩენკოს ქ. N6.

     

    ინფორმაცია  აკრედიტებული პროგრამის შესახებ:

    • სწავლის ხანგრძლივობა -  3 თვე;
    • პროგრამა ითვალისწინებს თეორიისა და პრაქტიკის სრულ კურსს.
    • პროგრამით გათვალისწინებულია არასავალდებულო მოდულები, სადაც მსმენელები დამატებით დაეუფლებიან პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ  უნარ-ჩვევებს: დოკუმენტების წარმოებას, ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საქმიანი ქაღალდების წარმოებას და ა.შ.
    • პროგრამის დასრულებისას ყველა მოდულისთვის გათვალისწინებულია იმიტაციური ტესტირება.

     

    ინფორმაცია პროგრამის განმახორციელებლების შესახებ: 

    • პროგრამის ყველა კურსის განმახორციელებლად შერჩეულნი  არიან   მაღალკვალიფიციური ტრენერები, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის წლის 31 ოქტომბრის N01-25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის  აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესის და პირობების“ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

     

    პროგრამაზე რეგისტრაცია:

    • პროგრამაზე პირველადი რეგისტრაციისთვის მსმენელმა  პროგრამის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა წარმოადგინოს :

    ა) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, მისამართი);

    ბ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

    გ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი/ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი.

    • სწავლის დაწყებამდე 4 დღით  ადრე  მსმენელმა უნდა წარმოადგინოს სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის  საფუძველზეც   გაფორმდება  ხელშეკრულება  პროგრამის მსმენელსა  და  უნივერსიტეტს  შორის.
    • პროგრამაზე ჩარიცხვის  საფუძველი შესაძლებელია იყოს კორპორატიული  განაცხადი.

     

    საკონტაქტო  ინფორმაცია:

    ელ. ფოსტა:   ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

    ტელ.: 599 757  046;  577 133  206;  597 146 146

     

     

     

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი