თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20)

    ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

    ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

     

     

    ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

    ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

    „ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, – მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12).

    თქვენთვის მლოცველი,

    ილია მეორე

    სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი

    თბილისი, შობა ქრისტესი, 2023 წელი

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი