აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) (დ. 1922 წელს — გ. 1980 წელს) — ქართველი კულტურული მოღვაწე თურქეთში, რომლის მოღვაწეობა მიმართული იყო თურქეთის ქართველობაში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისაკენ.

     აჰმედ ოზქანი დაიბადა სოფელ ბალიქესირში, ქართველ მაჰმადიან ემიგრანტთა (მუჰაჯირთა) ოჯახში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, ოზქანმა დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი 1962 წელს და დასახლდა თურქეთის პატარა ქართულ სოფელ ჰაირიეში, სადაც დაქორწინდა და ტურისტული საზოგადოება დააფუძნა. შემდეგ არქიტექორადაც მუშაობდა. მისი მთავარი საქმიანობა კი მაინც ადგილობრივ ქართულ თემებში - „ჩვენებურებში“ — ქართული იდეის პოპულარიზაცია იყო. მის წიგნს საქართველოზე Gürcüstan (1968) დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა. საქმე სასამართლომდე მივიდა, მაგრამ ოზქანი გაამართლეს. ამის შემდეგ, 1970-იან წლებში, მან ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იგი თარგმნიდა და აქვეყნებდა ქართველ კლასიკოს მწერლებს, სტატიებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. მის მიერ 1972 წელს დაარსებული ჟურნალი Çveneburi დღემდე რჩება თურქეთის ქართული დიასპორის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ პერიოდულ გამოცემად. მას ზოგჯერ „თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძესაც“ უწოდებდნენ.

     1980 წლის 5 ივლისს ქალაქ ბურსაში, ოზქანი თურქული ულტრა-ნაციონალისტური დაჯგუფების „რუხი მგლების“ აქტივისტებმა მოკლეს. ოზქანი საქმიანობას სათავეში მისი ვაჟი, იბერია, ჩაუდგა.

     აჰმეთ ოზქანი მელაშვილი სოფელ ჰაირიეში განისვენებს. მის საფლავს ამშვენებს წარწერა თურქულად და ქართულად: „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის“.

 

slogani lurjze gold