მაგისტრატურა

მედიცინის ფაკულტეტი

 

სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  


მაგისტრატურა არის უნივერსიტეტის ფაკულტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან/და მკვლევარის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის.

მაგისტრატურაზე სწავლის მიზნებია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალობის შეცვლა და უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად, სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისებითა და სამეცნიერო კვლევითი ხასიათის პროგრამებით, პირის დოქტორანტურაში შემდგომი სწავლისათვის მომზადება. 

მაგისტრატურის ამოცანებია სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მისი ინტეგრირება და დამსაქმებლის მოთხოვნებზე გათვლილი აკადემიური პროგრამების შემუშავება და პროფესიული საქმიანობისათვის სტუდენტის მომზადება.

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 

უნივერსიტეტის ფაკულტეტის მაგისტრატურაში მიღების, სწავლისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს ნორმატიული აქტებითა და უნივერსიტეტის წესდებით.

უნივერსიტეტის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს „მაგისტრი“ შესაბამისი მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით. სტუდენტის მიერ სამაგისტრო პროგრამა ითვლება დასრულებულად, თუ მან მოაგროვა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები და დადგენილი წესით მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 

slogani lurjze gold