„დუმილი შენზე“ – მამა ადამის პოეზიის საღამო ვარშავაში

4 დეკემბერს ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიისა და ვარშავის მიტროპოლიის ხატების მუზეუმის დარბაზში გაიმართა არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის პოეზიის საღამო „დუმილი შენზე“.

მამა ადამმა წაიკითხა ლექსები: „დუმილი შენზე“, „2008...“, „ეკლები“, „ცივ, უკარება მეგაპოლისში“, „სევდა“, „პარასკევს, რაც ხუთშაბათს“, „მშობლების სახლი გამახსენდა“, „ამაშუკეთი“, „ქვიშის საათი“, „დამაბრუნეთ ჩემს ბავშვობაში“, „ჩავიფერფლები“, „მიძნაძორელი ბერის დაჩივლება“. 

ეს ლექსები პოლონურ ენაზეც გაჟღერდა. საკუთარი თარგმანებით საზოგადოების წინაშე წარსდგა გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ჰენრიკ პაპროცკი.

საღამოზე შოპენის, ლისტისა და ვივალდის ნაწარმოებები შეასრულა მევიოლინე ლუკა ჰაიდუჩენიამ.

 

slogani lurjze gold