ფრაიბურგის  უნივერსიტეტს დელეგაციის სტუმრობა 

28 ნოემბერს, უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით სტუმრად ეწვია ქ. ფრაიბურგის უნივერსიტეტის დელეგაცია: ვიცე–რექტორი, სოციალური გერონტოლოგიის დოქტორი, პროფესორი კორნელია კრიჩელდორფი და საექთნო საქმის  პროფესიული განათლების პროგრამების კოორდინატორი, საექთნო განათლების ტრენინგებსა და ხანგრძლივი სტაციონარული მოვლის მიმართულების ხელმძღვანელი,  პროფესორი ანნა კელნერი; აგრეთვე,  საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი გაიოზ ყუბანეიშვილი და შინმოვლის პროექტის კოორდინატორი  მაია მიქაძე.

დელეგაცია სამუშაო ვიზიტის ფორმატში შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს და ადმინისტრაციის სხვა წარმომდაგენლებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტში მოწყალების დების ფაკულტეტის სწავლებისა და კურიკულუმში მოვლის სერვისების კომპონენტებისა და ზრუნვის სისტემის (სამედიცინო და სოციალური მოვლა  ფსიქოსოციალური კომპონენტების ერთობლიობით  ბინაზე და სხვადასხვა ინსტიტუციებში)  ოპტიმიზაციას და ზოგადად, ამ მოდულის მნიშვნელობასა და აქტუალობას. 

   მხარეებმა ისაუბრეს სასწავლო მოდულსა და პრაქტიკულ საქმიანობაში ავადმყოფის მოვლისა და  ზრუნვის სისტემის კომპონენტების სრულყოფის  კონცეპტუალურ შეთავაზებზე და  არსებული სისტემის ეფექტური განვითარებისა და ადაპტირების ერთობლივ პროექტებზე, რომელთა განხორციელების ყველაზე ეფექტურ გზად უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი  პროგრამების ამოქმედება დასახელდა.

 

slogani lurjze gold