ჟამისწირვა ვარშავის წმინდა მოწამე 
გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიაში

6 დეკემბერს ვარშავის წმინდა მოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიაში აღსრულებულ სარმრთო ლიტურგიას სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის უნეტარესი საბას ლოცვა-კურთხევით უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. 

   

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამის, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს აღსულებული დიდი ქართველის, ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის პროფესორის, არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსოვნას 6 დეკემბერს ზეიმობს.   

ამასთან დაკავშირებით 5 დეკემბერს ვარშავის წმინდა მოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა საღამოს ღვთისმსახურება, რომელსაც უწინამძღვრა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა უნეტარესმა საბამ. პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებასა და სადიაკვნო დასთან ერთად მსახურებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. ეკლესიის მრევლთან ერთად ტაძარში სტუმრების სიმრავლე შეიმჩნეოდა. ეს გრიგოლ ფერძის სახელობის მე–15 ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მონაწილენი გახლდნენ, მათ შორის საქართველოდან ჩამობრძანებული დიდი დელეგაციაც.

უნეტარესმა საბამ წმინდა დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით მარიამ მაგდალინელის ორდენით დააჯილდოვა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი.

თავის სიტყვაში, რომელიც მსახურების ბოლოს წარმოთქვა, უნეტარესმა საბამ აღნიშნა წმინდა გრიგოლ ფერაძის ღვაწლის მნიშვნელობა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინების საქმეში, მისდამი მლოცველთა დიდი სასოება და მომხდარი სასწაულები, მადლობა გადაუხადა მამა ადამსა და ჩამოსულ სტუმრებს. მან თქვა: ღვთის განგებულებაა, რომ ხვალ ამ ტაძარში ლიტურგიას, მიძღვნილს არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენებისადმი, უწინამძღვრებს საქართველოდან ჩამოსული არქიმანდრიტი, მამა ადამი, რომელიც პოლონეთის, პოლონელი ხალხისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მეგობარია.  

slogani lurjze gold