moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

ქართველი მეცნიერების სტატია თურქულ სამეცნიერო ჟურნალში

თურქეთში გამომავალ სამეცნიერო-ისტორიულ, პერიოდულ ჟურნალში “KEBİKEÇ”, გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის პროფესორის ზაზა წურწუმიას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ბეჟან ხორავას სტატია “ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება (მუჰაჯირობა) ”

სტატიაში, საქართველოს ეროვნული არქივის მასალების, ქართული და რუსული პერიოდიკის, სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის შედეგად, მოცემულია ბათუმის, ართვინისა და ყარსის ოლქებიდან მუსლიმი ქართველი მოსახლეობის ოსმალეთის იმპერიაში გადასახლების პროცესი, რაც შედეგად მოჰყვა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომს.

პირველწყაროების მოხმობით, სტატიაში მომოხილულია საქართველოს სამეფოს ისტორიული მიწაწყლის - ბათუმის, ართვინის ოლქებისა და ტაო-კლარჯეთის რეგიონიდან მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებული  ფაქტორები. სტატიაში ასახულია  გადასახლებულთა მიწაწყლის  ერთი ნაწილის სომხებზე, საუკეთესო ნაკვეთებისა კი რუს სამხედროებსა და ბიუროკრატიაზე დარიგების პროცესი, ნაჩვენებია 1828 წელს, ახალციხის საფაშოს გაუქმების შედეგად ყარსის ოლქში გადასახლებული მუსლიმი ქართველების (მესხების), 1878-1880 წლებში ხელმორედ, ოსმალეთის შიდა რეგიონებში იძულებითი გადასახლება.

 

ავტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის ინტელიგენცია საქართველოს ძირძველი პროვინციებიდან მუსლიმური მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლების წინააღმდეგ გამოდიოდა. სტატიაში მოყვანილია დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის,  გენერალ გრიგოლ ორბელიანის წერილი რუსეთის სამხედრო სარდლობისადმი, სადაც გრიგოლ ორბელიანი აღნიშნავს, რომ რუსულმა სამხედრო ბიუროკრატიულმა ჩაგვრამ, უყურადღებობამ აიძულა ქართველი მუსლიმი მოსახლეობა მიეტოვებინა სამშობლო და ოსმალეთში გახიზნულიყო. ავტორების შენიშვნით, ქართველი ინტელიგენციის მცდელობებმა გარკვეული ნაყოფი გამოიღო- აჭარიდან მუჰაჯირობის ტალღა შენელდა.

ბ. ხორავასა და ზ. წურწუმიას სტატია პოპულარულ თურქულ საისტორიო ჟურნალში, ღირსშესანიშნავი მოვლენა და კარგი შენაძენია საქართველოსა და ზოგადად კავკასიის თემატიკით დაინტერესებული თურქეთის სამეცნიერო საზოგადოებისა და თურქი მკითხველთათვის.  სტატიას თან ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

moduli - grigol feradze   moduli - ahmed melashvili   moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri   moduli - shimon peresi   moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold