უცხოელი მეცნიერის  ვიზიტი უნივერსიტეტში

4 მაისს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია  ვატიკანის პაპ იოანე–პავლე მეორის სახელობის ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტის პრეზიდენტი, მონსენიორი  ლივიო მელინა. სტუმარს თან ახლდნენ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი, ეკლესიის კანცლერი მამა აკაკი ჭელიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ნუგზარ ბარდაველიძე. 

დელეგაციის ვიზიტი საქმიანი ფორმატის გახლდათ. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს, ადმინისტრაციის ხელმძრვანელს ქალბატონ ნატო ასათიანსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო უნივერსიტეტში სწავლებას ბიოსამედიცინო პროგრამების  მიმართულებით და ჩვენი სასწავლო დაწესებულების საერთაშორისო კავშირების თემას.

არქიმანდრიტმა ადამმა უცხოელ მეცნიერს და თანმხლებ პირებს მოკლედ გააცნო უნივერსიტეტის ისტორია,  სტრატეგიული განვითარების გეგმა. კოლეგებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივებზე. რექტორმა სტუმარს საჩუქრად გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ეპისტოლეთა წიგნის თარგმანი ინგლისურ ენაზე, აგრეთვე თავისი მონოგრაფია „ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი“.

slogani lurjze gold