თამარ მეფის უნივერსიტეტი ულოცავს
ბათუმურ სკოლა „გორდას“

თამარ მეფის უნივერსიტეტს ბათუმის კერძო ელიტურ სკოლა „გორდასთან“ მრავალწლიანი ურთიერთმეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს. ასე მაგალითად, გასულ წელს ჩვენ ერთობლივად მივიღეთ მონაწილეობა იტალიის ქალაქ ფლორენციაში რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა და სტუდენთთა ვორკშოფებში აფხაზებთან, ჩეჩნებთან, ებრაელებთან, პალესტინელებთან, უკრაინელებთან ერთად. ფორუმის თემა გახლდათ „ინტერკულტურული დიალოგი ახალგაზრდების მონაწილეობით“.

ამა წლის15 მაისს თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, კანცლერი ქალბატონი ნატო ასათიანი და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სპეცილისტი ბორის ზაალიშვილი „გორდას“ ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ სკოლის დირექტორის ქალბატონ ნინო მურვანიძისა და სამეურვეო საბჭოს მიწვევით. 

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლის ახალი შენობის (მისამართი - ბათუმი, მელიქიშვილის ქუჩა, 119) საზეიმო გახსნაში.

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქალბატონმა ნინო მურვანიძემ, მამა ადამმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და სხვებმა.

იმავე დღეს მრავალპროფილიანი ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა გამართეს კონცერტი.

slogani lurjze gold