moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

ტელეკომპანია "ერთსულოვნება" თამარ მეფის უნივერსიტეტის
შესახებ 
გადაცემაში „შუადღე ერთსულოვნებაზე“

24 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში გადაცემის „შუადღე ერთსულოვნებაზე“ პირველი სტუმარი გახლდათ თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). გადაცემის წამყვანი – ია ბედოიძე, ხელმძღვანელი – ცირა ცანავა.

საუბრის თემა გახლდათ საქართელოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია, დღევანდელი დღე და სამომავლო პერსპექტივები. 

მამა ადამმა ვრცლად ისაუბრა თამარ მეფის უნივერსიტეტის მისიაზე: 

„ჩვენმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა შეინარჩუნოს ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციების უმნიშვნელოვანესი მონაპოვრები და უზრუნველყოს მათი შერწყმა თანამედროვე საერთაშორისო ტექნოლოგიურ მიღწევებთან; ოპტიმალურად გამოიყენოს ქართული და უცხოური მეცნიერული სკოლების მემკვიდრეობა და ჩართოს იგი პროფესიონალთა აღზრდის პროცესში.

ჩვენმა უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალური მსახურების გაფართოებას ქვეყანაში; ამ მიზნით ვზრუნავთ სოციალურ მსახურებაში საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლობათა, ორგანიზაციათა, სოციალურ ინსტიტუციათა, მათ შორის, ეკლესიის ჩართულობაზე მეცნიერულ და საგანმანათლებლო საფუძვლებზე.

ჩვენი მისიაა აგრეთვე, ხელი შევუწყოთ განსხვავებულ კულტურებს შორის ურთიერთობათა განვითარებას, რაც ქმნის კულტურათშორისი დიალოგის წარმართვის, კონფლიქტოგენურობის შესუსტებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის  საფუძველს და საქართველოს მომავალ თაობებს მოუმზადებს სათანადო ინსტიტუციურ, ტექნიკურ და ინტელექტუალურ ბაზისს კროსკულტურულ დიალოგში სრულფასოვანი და თანასწორუფლებიანი მონაწილეობისათვის.“

რექტორმა გაასაჯაროვა  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დავეხმაროთ  ჩვენი  ქვეყნის  მოსახლეობას   იმით, რაც ჩვენ ხელგვეწიფება: ვაცხადებთ სწავლის ქირის გადახდის შეღავათებს სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისათვის:

–      იმათთვის ვინც აირჩევს თამარ მეფის უნივერსიტეტს და ჩაირიცხება მიმდინარე წლის ეროვნული გამოცდების შედეგად,

–    ასევე იმ სტუდენტებისთვისაც,  რომლებიც  მობილობის  ფარგლებში  საშემოდგომო სემესტრში  სწავლას  თამარ მეფის  უნივერსიტეტში  გააგრძელებენ,

–      აბიტურიენტებისათვის, რომლებიც დაამთავრებენ იმ საჯარო და კერძო სკოლებს, რომლებთანაც თამარ მეფის უნივერსიტეტი თანამშრომლობს (მემორანდუმის არსებობა, კონფერენციებში, კონკურსებსა და ფესტივალებში ერთობლივი მონაწილეობა და სხვ.), ან აქვთ სხვადასხვა რეკომენდაციები, მიღწევები ოლიმპიადებსა და შემოქმედებით კონკურსებში.  

moduli - grigol feradze         moduli - ahmed melashvili         moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri           moduli - shimon peresi           moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold