წმინდა ნინოს დღესასწაულზე უნივერსიტეტის რექტორმა 
მოინახულა ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები 

1 ივნისს, წმინდა მოციქულთასწორის, ნინო კაპადოკიელის საქართველოში შემოსვლის ისტორიულ დღეს საერთაშორისო საზოგადოებრიობა ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე ეწვია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრს (გენერალური დირექტორი ბატონი ზაზა ავალიანი) და მოინახულა ბავშვთა განყოფილება, რომელმაც ახლახანს ახალსახლობა იზეიმა. 

   

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკება მხარეებს შორის, რომლებიც შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე. დაიგეგმა ერთობლივი საჯარო და პოპულარული ლექციები და სემინარები, ღონისძიებები საექთნო განათლების ფტიზიატრიული და პულმონოლოგიური კომპონენტის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი პაციენტების უფლებათა დაცვისა და ბიოეთიკური განათლების მიმართულებით სამოქალაქო სექტორში. 

slogani lurjze gold