ირინა გორელოვას შემოქმედებითი საღამო

1 ივნისს ჩვენს უნივერსიტეტს ეწვია საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი, მომღერალი, ავტორი, საოცარი სულიერი სიმღერებისა და არაჩვეულებრივი რომანსების შემსრულებელი ქალბატონი ირინა გორელოვა.

სტუმარი დამსწრე საზოგადოებას მამა ადამმა წარუდგინა: „პირველად ირინას კიევში შევხვდი ამ ათიოდე წლის წინ. ჩვენ ვმონაწილეობდით კიევში გამართულ პირველ კონფერენციაში „Родительские чтения“. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ირინას მოუხდა უკრაინისა და მშობლიური ქალაქის სევერო–დონეცკის დატოვება და ემიგრაცია. ახლა მის შეუდარებელ ხმაში ამ ტრაგედიის გამოძახილიც ისმის...“ 

მომღერალმა შეასრულა თავისი და მისი მეგობარი კომპოზიტორების 15 სიმღერა უკრაინულ, რუსულ და ქართულ ენებზე.

slogani lurjze gold