ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი პიანისტი კატია სკანავი თბილისში

5 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა და ნიკოლოზ რაჭველმა მსმენელი კატია სკანავისა და ვახტანგ მაჭავარიანის კონცერტზე მიიპატიჟეს.

ბრწყინვალე პიანისტი კატია სკანავი თბილისს ეწვია, რათა შეესრულებინა რობერტ შუმანის საფორტეპიანო კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

კონცერტის შესრულების შემდეგ ჩვენ საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით კატიას და სამომავლო გეგმებზეც დავუსვით შეკითხვები. 

იმედი გვაქვს, ჩვენი უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისში მომავალ წელს მოვახერხებთ, შემოქმედებითი საღამო გავუმართოთ ამ ჩინებულ მუსიკოსს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მეგობართა საზოგადოების ოქროს წევრია. 

slogani lurjze gold