საქართველოს საპატრიარქოს 
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი,

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, 
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

ქართული მუსიკის თვალსაჩინო მოღვაწეს, 
ცნობილ კონცერტმაისტერს, 

კომპოზიტორსა და პიანისტს 

ქალბატონ ნანა ავალიშვილს 

ულოცავს იუბილეს

უსურვებს დღეგრძელობასა და დიდ შემოქმედებით წარმატებებს!
ქრისტესმიერ საყვარელო ჩვენო უძირფასესო ქალბატონო ნანა!

დიახ, გვიყვარხართ და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ჩვენი სიყვარული თქვენს მიმართ გამორჩეულია. განსაკუთრებულად მადლობელნი ვართ თქვენი იმის გამო, რომ თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობა ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში დაუკავშირეთ ჩვენს უნივერსიტეტს. თქვენი მონაწილეობა ჩვენთან შექმნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანსებში შეუფასებლად დიდი მნიშვნელობისაა და ეს აღიარა ქართულმა საზოგადოებამ. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ როგორც პროფესიონალიზმს, ასევე ადამიანურ თვისებებს. ჩვენი სტუდენტები მაგალითს იღებენ თქვენგან, რადგან კარგად ხედავენ, თუ რა სამაგალითოდ ემსახურებით უფალს, სამშობლოსა და ადამიანებს!

იხარეთ და იძლიერეთ! 

უფალმა დაგიფაროთ და მოგანიჭოთ დღეგრძელობა!

ძირფასო მეგობრები! გეძლევათ შესაძლებლობა დატკბეთ ქალბატონ ნანა ავალიშვილის უბადლო შემოქმედებით:

slogani lurjze gold