უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები, 
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იუწყებიან, რომ 
გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ფარმაციის ბაკალავრი  ივანე ბერიანიძე

და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ნათესავებს.

ივანემ 2012 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ფარმაციისა და ტრადიციული მედიცინის ფაკულტეტი. მას ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. შესანიშნავი ახალგაზრდა გახლდათ, ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული, მეგობრული. გამორჩეულად უყვარდათ პედაგოგებს მისი ზნეკეთილობისა და გონიერების გამო. 

უკვე ბაკალავრიატის კურსდამთავრებული, ფარმაცევტის სპეციალობით დასაქმდა სააფთიაქო ქსელში. სწავლის გაგრძელებაც ამავე დარგში განიზრახა ჩვენივე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – ბიოფარმაცია, სამწუხაროდ, მძიმე სენმა შეუშალა ხელი. 

გულისხმიერებით,  სწავლის წყურვილით, შრომისმოყვარეობით, სიყვარულითა და სიკეთით გამორჩეული მეგობარი, პერსპექტიული და საიმედო ახალგაზრდა, რომელიც მთელს ჩვენს ქვეყანას დააკლდა – ასეთად დარჩება ივანე ბერიანიძე  ჩვენს გულებში. 

slogani lurjze gold