moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

ბატონი ვალენტინ ნიკიტინი სტუმრად უნივერსიტეტში

 დღეს ჩვენს უნივერსიტეტს ეწვია ცნობილი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურისმცოდნე, კულტურის მკვლევარი, პუბლიცისტი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში დაბადებული (1947 წლის 2 მარტს) და მისი დიდი გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჩვენი დიდი მეგობარი ბატონი ვალენტინ ნიკიტინი.

სტუმარს უმასპინძლა უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. გაიმართა ღია საუბარი მომავალ მრავალფეროვან თანამშრომლობაზე. სტუმარმა დაათვალიერა აუდიტორიები და კაბინეტები, გაეცნო ბიბლიოთეკის ფონდს, მოილოცა წმიდათა იოაკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო.

რექტორმა საჩუქრად გადასცა უნივერსიტეტის გამომცემლობა „მირკანის“ მიერ დასტამბული წიგნები, სხვა გამოცემები და სუვენირები.

დასასრულს შეხვედრის მონაწილენი გაემგზავრნენ შინდისის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში.  

 

moduli - grigol feradze   moduli - ahmed melashvili   moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri   moduli - shimon peresi   moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold