ახალი სასწავლო წელი დაიწყო

28 სექტემბერს უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, მეშვიდე აუდიტორიაში უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი პირველკურსელებს  სტუდენტებს შეხვდა. 

რექტორმა სტუდენტობა მიულოცა პირველკურსელება, წარმატებები უსურვა პირად ცხოვრებაში, სწავლასა და პროფესიულ ზრდაში. მამა ადამმა მათ აუხსნა თანამედროვე განათლების თავისებურებები, ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული და საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შინაარსი, ესაუბრა სწავლებისა და შეფასების, როგორც განვითარების კომპონენტის, სტრატეგიებსა და არსზე. 

რექტორმა უპასუხა პირველკურსელების შეკითხვებს.

ამის შემდეგ უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნატო ასათიანმა, ხარისხის სამსახურის კურატორმა პროფესორმა გია სულაბერიძემ და სხვებმა.

slogani lurjze gold