„დავითის ფარმა“ ახალი რუბრიკა მამა ადამის ლექსით გახსნა

ნიუ იორკში გამომავალ ებრაული თემის გაზეთ  „დავითის ფარში“ სტარტი აიღო ახალმა რუბრიკამ „სიყვარული გზად და ხიდად“, რომელიც ეძღვნება ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. ამ დიდებული წამოწყების ინიციატორი გახლავთ ჩვენი თანამემამულე, მკვლევარი და პუბლიცისტი ისაკ (ირაკლი) კრიხელი. 

რუბრიკა გაიხსნა მამა ადამის ლექსით „სკივრიდან“. იხ. არქ. ადამი (ვახტანგ ახალაძე). „მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ“, გვ. 208. ლექსის ილუსტრაციებად გამოყენებულია ირა ლეკიშვილის ნახატები „მორდეხა“ და „სოფელი. შეხვედრა“.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია ულოცავს ბატონ ისაკს (ირაკლის) რუბრიკის პრემიერას და  უსურვებს წარმატებებს მას და „დავითის ფარის“ მთელ შემოქმედებით კოლექტივს. 

    

slogani lurjze gold