ახალი ლიტერატურული კრებული „წერილები ბათუმს და ბათუმელებს“

გამომცემლობა „კალმოსანმა“ გამოსცა ლიტერატურული კრებული „წერილები ბათუმს და ბათუმელებს“. წიგნის შემდგენელი და რედაქტორია ინგა გოგიბერიძე.

ეს ბათუმისადმი მიძღვნილი პირველი გამოცემა როდია. შარშან მკითხველმა მიიღო არაჩვეულებრივი „მაგნოლიებიან ზღვისპირა ქალაქში“, რომლის პრეზენტაციის შემდეგ მამა ადამმა დაწერა: „ბათუმში იმ დღეს, როგორც ხდება ხოლმე, წვიმდა და არც წვიმდა. ზღვა კი ღელავდა, ჩვენც მას ვბაძავდით და ვღელავდით, რადგან ლექსის ქვეყანაში რა დაამშვიდებს კაცს – აკი დამშვიდება აქ სიკვდილის ტოლფასია. ჰოდა, ახლა, როგორც კი ერთს ჩავიმუხლებ, იმას დავწერ, რაც იმ თბილ საღამოს და მერე იქიდან წამოსულმა ვიფიქრე და ვერსად ვთქვი... ბედნიერებისთვის საკმარისია შემოქმედებითი აღმაფრენის ერთი წამიც. ნახვამდის, ჩემო ქალაქო, მალე ნახვამდის!“  

როგორც ვხედავთ, ეს ‘’მალე“ უკვე დადგა: „წერილებში“ მამა ადამის მცირე პოემა „ჩემი ბოცორიაა“ დაბეჭდილი. 

slogani lurjze gold