moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

ფიფქია ნაძვის ხე

ჯერ თოვლი არაა ქალაქში. ნატვრად ექცა პატარებსაც და დიდებსაც  თოვლის ფერიც და სილამაზეც, მის სურნელდაკრული ჰაერიც.

ჰოდა, გუშინ საღამოსპირზე თოვლის ფიფქებივით თეთრი, ჰაეროვანი, საოცრად პოეტური და ზეცისფერებიანი საშობაო ნაძვის ხე შემოფარფატდა საიდანღაც ჩვენი სამკითხველო დარბაზის ღიად დატოვებულ ფანჯარაში. 

შემოფრინდა და ისე მოხერხებულად წამოსკუპდა ერთ-ერთ მერხზე, მგონი წიგნს არ დატოვებს წაუკითხავს...

საშობაო არდადეგებიც ხომ მოგვიახლოვდა. 

ქრისტეშობას გვილოცავს ჩვენი ფიფქია ნაძვის ხე და მისი შემოქმედი – მხატვარი ეთერ ასანიძე.

 

moduli - grigol feradze         moduli - ahmed melashvili         moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri           moduli - shimon peresi           moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold