moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

დავემშვიდობეთ ქალბატონ სვეტლანა ქეცბას

სულთათანა

დღეს საქართველო ემშვიდობებოდა თავის გამორჩეულ შვილს, დიდებულ მანდილოსანს, ჭეშმარიტ მოქალაქესა და პატრიოტს ქალბატონ სვეტლანა ქეცბას, შინაურთათვის – ლანას.

დღეს საქართველოს – დედასამშობლოს მწუხარებით სავსე გული ქვითინით ფეთქავდა ქაშუეთის თეთროსანი ტაძრის კედლებში.

დღეს საქართველოს ნუგეშისცემა ჭირდა...

თუმც კი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილი მგლოვიარე გულის იმ კუნჭულში უნდა ჩაეხუტებინა, რომელიც წმინდა გიორგის ამ ტაძრიდან ათიოდე კილომეტრში მდებარეობს და სახელად თამარწმინდა ჰქვია – შინდისის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი. 

ეს ადგილი სიცოცხლეშივე აირჩია. 

ხშირად ამოდიოდა აქ და აქაურ სიმშვიდესა და სიმშვენიერეში ეძლეოდა ფიქრებს აფხაზეთზე, საქართველოს მომავალზე, წინაპრებზე, მუსიკაზე, ამაღლებულზე, ახლობლებზე... და შინ დაბრუნებაზე.

ზოგიერთი აქვე ეზიარება მონასტრული ცხოვრების სიკეთეს, სხვები მარადიულ ცხოვრებაში ივანებენ მონასტრებში. ამ უკანასკნელთა რიცხვში აღმოჩნდა ქალბატონი ლანა!

ვაი, რომ სამშობლოში დაბრუნებაც მარადიულობის განზომილებაში, იმსოფლიურ დროსა და სივრცეში მოუხდა. სხვა ტკივილებიც თან წაიყოლა, სურვილებიც, განცდებიც, დარდიც, მწუხარებაც, ოცნებებიც... ტკივილები (ჩვენიც) – დასაყუჩებლად, განცდები – ნათელსაყოფად, ოცნებები – ასახდენად, დარდი და მწუხარება – სალოცავად!

დაგვიტოვა: სინათლე, გულის სითბო, სიყვარული, სწრაფვა მშვენიერისა და ამაღლებულისკენ... და სიკეთით სავსე მოგონებები!  

მადლობა მაღალ ღმერთს, რომელმაც მაჩუქა ბედნიერება, შევხვედროდი ქალბატონ ლანას და ვყოფილიყავი კიდეც მის გვერდით, ერთად გვეფიქრა, ერთსა და იმავეზე გვესაუბრა, ერთ რიტმში ეძგერა ჩვენს გულებს, ერთდროულად დანამულიყვნენ ჩვენი თვალები და მერე ერთად მიგვეპყრო ჩაღრმავებული მზერა უხილავი მომავლისკენ, რომელიც ჯერ ბინდში იყო გახვეული, თუმცა სასოების სხივიც კიაფობდა! 

მადლობა, ქალბატონო ლანა, თქვენი არსებობისთვის!

მამა ადამი

26 დეკემბერი, 2017 წელი


moduli - grigol feradze         moduli - ahmed melashvili         moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri           moduli - shimon peresi           moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold