moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ  გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის, პედაგოგისა და პიანისტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსის, საქართველოს დამსახურებული არტისტის 

ნანა ხუბუტიას  

გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, მუსიკალურ საზოგადოებრიობასა და სრულიად საქართველოს. 

ქალბატონი ნანა ხუბუტია 1970 წლიდან ასწავლიდა კონსერვატორიის კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრაზე, 1992 წლიდან კი გახლდათ ამავდროულად სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის წევრი. მან არაერთი ეროვნული თუ საერთშორისო კონკურსის ლაურეატი აღზარდა. 

ღირშესანიშნავია მისი მიღწევები საშემსრულებლო მიმართულებით. ნანა ხუბუტიამ თავისი უნიკალური მუსიკალური ნიჭის წყალობით მოახერხა გაერღვია საბჭოთა იმპერიის „რკინის ფარდა“ და შეეღწია „ფარდის“ გარეთ არსებული არაჩვეულებრივი მუსიკალური სამყაროს წიაღში, რის შედეგადაც შედგა თანამედროვე დასავლეთ-ევროპელ კომპოზიტორთა – პიერ შეფერის, არნოლდ შონბერგის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის, პიერ ბულეზისა და სხვა ავტორების – მრავალი ნაწარმოების, მათ შორის შონბერგის „ნაპოლეონ ბონაპარტეს ოდის“ ქართული და „საბჭოთა“ პრემიერა. მან პირველმა შესარულა აგრეთვე ქართველი კომპოზიტორების თხზულებანი.   

ქალბატონი ნანა გახლდათ საეთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი, არაერთი ფესტივალისა და მუსიკალური პროექტის მონაწილე. 

ჩვენგან მარადისობაში წავიდა განსხვავებული – ახლის მაძიებელი და დაპყრობილი სიმაღლეების ზემოთ მომზირალი – მუსიკალური სულის პიროვნება. მისი ფილოსოფიური აზროვნება ჰარმონიასა და სიმშვენიერეს ეძებდა და პოულობდა ახალ, მრავალთათვის ჯერაც შეუცნობელ ბგერებსა და ხმებში. მისი მუსიკის უნატიფესი ანატომია არ ცნობდა მატერიალურ საზღვრებს კოსმოსში. ამიტომაც არ იყო ძნელი მისთვის, აღმოაჩინა თავისი სულისათვის ასე მშობლიური, ასე ნაცნობი, ასე ღვიძლი და მრავალთათვის ახალი სახე მუსიკისა. 

ჩვენ ქედს ვიხრით ქალბატომ ნანას უმშვენიერესი, ამაღლებული სულის წინაშე და ვლოცულობთ მისთვის!   

moduli - grigol feradze   moduli - ahmed melashvili   moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri   moduli - shimon peresi   moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold