თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის სოციო(ეთნო)ლინვისტური ასოციაციისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს ორგანიზებით 2022 წლის 24-25 ივნისს გაიმართა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველო და თურქეთი: რეგიონთშორისი ურთიერთობები - მეცნიერული და კულტურული კვლევის პერსპექტივები.

    კონფერენციის ორგანიზატორებმა 24 ივნისს მონაწილეებს უმასპინძლეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

       

    კონფერენციის მიზანი იყო რეგიონში მეზობელი ქვეყნების - საქართველოსა და თურქეთის კვლევების წარმოჩენა, ორი ქვეყნის სამეცნიერო და კულტურული წრეების პრობლემების განსაზღვრა, თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა დიასპორების საქმიანობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, საქართველოში თურქეთისმცოდნეობასთან დაკავშირებული კვლევების გაღრმავება.

    კონფერენცია გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ, რომელმაც ისაუბრა რეგიონთშორისი ურთიერთობების, უახლესი და ერთობლივი კვლევების განხორციელების აუცილებლობაზე.

    კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის დამფუძნებელი და დირექტორი თიკა სვანიძე-ვენკო, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, ქარველოლოგი, პროფესორი ჰარუნ ჩიმქე, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ჩამოსული სტუმრები. 

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი