ქართულმა მეცნიერებამ მძიმე დანაკლისი განიცადა

ქართულმა მეცნიერებამ მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა გამოჩენილი თურქოლოგი, მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე  ლია ჩლაიძე. 

იხ. სრულად

უნივერსიტეტის დელეგცია ფლორენციის საერთაშორისო კონფერენციაზე

6–13 მარტს, ფლორენციაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია რელიგიათა და კულტურათაშორის ურთიერთობებზე ტურიზმსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, სადაც სპეციალური ვიზიტით მიწვეული იყო წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის დელეგაცია. კონფერენციის ფაგლებში რომულადო დელ ბიანკოს ფონდთან, რომელიც იყო ან ღონისძიების ორგანიზატორი, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის სრულ ჩართულობას ამავე ფონდის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში სტუდენტებთან და პროფესორ –მასწავლებლებთან ერთად.

აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე ღვაწლმოსილი ფარმაცევტის
მედლით დაჯილდოვდა

აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე ქართულ ფარმაციაში შეტანილი წვლილისთვის, ღვაწლმოსილი ფარმაცევტის მედლით დაჯილდოვდა. ა ეს ჯილდო ქართული ფარმაციის ისტორიაში პირველად, ქალბატონ ეთერს გადაეცა. ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ადმინისტრაცია და პროფესორ მასწავლებლები ვულოცავთ მას ამ  დიდ ჯილდოს , მისი საქმიანობის  დაფასებას და აღიარებას.  ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

თამარ მეფის უნივერსიტეტი გახდა ევროკავშირის
ორგანიზაციის ევროპული კომისიის წევრი 

2017 წლის 2 თებერვალს ევროკავშირის ორგანიზაციის ევროპული კომისიის განათლებისა და კულტურის დირექტორატმა თამარ მეფის უნივერსიტეტი დაარეგისტრირა სრულუფლებიან წევრად საიდენტიფიკაციო კოდით PIC: 914026442.

ჟამისწირვა ვარშავის წმინდა მოწამე 
გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიაში

6 დეკემბერს ვარშავის წმინდა მოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიაში აღსრულებულ სარმრთო ლიტურგიას სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის უნეტარესი საბას ლოცვა-კურთხევით უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. 

იხ. სრულად

„დუმილი შენზე“ – მამა ადამის პოეზიის საღამო ვარშავაში

4 დეკემბერს ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიისა და ვარშავის მიტროპოლიის ხატების მუზეუმის დარბაზში გაიმართა არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის პოეზიის საღამო „დუმილი შენზე“.

იხ. სრულად

„ქართული ალმანახის“ პირველი ნომრის წარდგინება 
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

2 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა "ქართული ალმანახის" პირველი ნომრის პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი, მიხეილ ახალაძის ფონდი "მამაშვილობა", თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობა.

იხ. სრულად

სიმღერის პრემიერა

 2 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ „ქართული ალმანახის“ პრეზენტაციაზე პირველად შესრულდა ცნობილი კომპოზიტორის რუსუდან ხორავას ახალი საგუნდო ნაწარმოები. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო მამა ადამ ახალაძის ლექსი „გთხოვ, გამაღვიძო“ (ციკლიდან „გასულ საუკუნეში დაწერილი ლექსები“).

იხ. სრულად

გერმანელი  სტუდენტების ვიზიტი

1 დეკემბერს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტს 1 დღიანი გაცნობითი ვიზიტით სტუმრად ეწვია ქ. ფრაიბურგის უნივერსიტეტის მოვლის პედაგოგიკის სტუდენტები, თანმხლებ ოფიციალურ პირებთან ერთად: უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი და საექთნო განათლების პროგრამების კოორდინატორი.

იხ. სრულად

მრგვალი მაგიდა: ქართულ–აფხაზური კონფლიქტის 
მოგვარების პერსპექტივები

29 ნოემბერს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში  გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველო–რუსეთის ომი (1992–1993წწ) და ქართულ–აფხაზური კონფლიქტი.

იხ. სრულად

slogani lurjze gold