ფრაიბურგის  უნივერსიტეტს დელეგაციის სტუმრობა 

28 ნოემბერს, უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით სტუმრად ეწვია ქ. ფრაიბურგის უნივერსიტეტის დელეგაცია: ვიცე–რექტორი, საექთნო საქმის  პროფესიული განათლების პროგრამების კოორდინატორი, აგრეთვე,  საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი და შინმოვლის პროექტის კოორდინატორი. 

იხ. სრულად

ფრაიბურგის  უნივერსიტეტთან ხელშეკრულება  გაფორმდა

28 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და გერმანიის  ქ. ფრაიბურგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება  გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს: უნივერსტეტის რექტორმა,  პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამმა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა,  პროფესორმა კორნელია კრიჩელდორფმა.  

იხ. სრულად

წარდგინება წიგნისა „ ესე ტაძარი“

25 ნოემბერს უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში ჩატარდა წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა და თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონ „საგულისონი“–ს  ერთობლივი ღონისძიება, წარდგინება წიგნისა (ტრილოგიისა)  „ ესე ტაძარი“.

იხ. სრულად

ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
„ქართულ– აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები

წელს აფხაზეთში 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის გაჩაღებიდან 24 წელი შესრულდა, ომისა, რომელმაც  შვა ეგრეთწოდებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ამასთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე, – „ქართულ–აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები“.

იხ. სრულად

საჯარო ლექცია თემაზე: საექთნო და მოწყალების 
დის საქმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

3 ნოემბერს, უნივერსიტეტში, წმინდა  გრიგოლ ფერაძის  სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა უკრაინის ავტონომიური ეკლესიის სინოდალური განყოფილების – „ეკლესია და მედიცინა“, თამჯდომარის მოადგილის, დეკანოზ გენადი ბატენკოს საჯარო ლექცია თემაზე – „საექთნო საქმე და მოწყალების დის ინსტიტუტი უკრაინაში“.

იხ. სრულად

თამარ მეფის უნივერსიტეტის ინიციატივა - თბილისის ერთ–ერთ
ქუჩას ეწოდოს შიმონ პერესის სახელი

2016 წლის 28 ოქტომბერს  ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილის სახელზე  შევიდა  უნივერსიტეტის საინიციატივო წერილი: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები შემოდიან  თხოვნითი წინადადებით, ქალაქ თბილისის რომელიმე ქუჩას, თქვენი შეხედულებისამებრ შერჩეულს, ეწოდოს თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის სახელი.

იხ. სრულად

„ნუ გეშინიათ: გაიღეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი
და აჩუქეთ პატარებს – ჩვენს შვილებს მთელი სამყარო!!!“ 
ბათუმში, მშობლიურ სკოლაში

28 ოქტომბერს უნივერსიტეტის რექტორი ბათუმის 23-ე საშუალო  (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის მე-11 საჯარო) სკოლას ეწვია მესამე „ა“ კლასის მოსწავლეების მიწვევით. პატარებმა მამა ადამის ლექსები ზეპირად დაისწავლეს და თავიანთი პედაგოგის ქალბატონ გულიკო მჟავანაძის ხელმძღვანელობით ლიტერატურული მონტაჟის სახითაც წარმოადგინეს. 

იხ. სრულად

„მაგნოლიებიან ზღვისპირა ქალაქში“
ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია ბათუმში

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში 28 ოქტომბერს გაიმართა ბათუმისადმი მიძღვნილი ლექსებისა და სხვა ლიტერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია.

იხ. სრულად

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო პერეს!“
შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია თამარ მეფის უნივერსიტეტში

27 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის  შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია.


იხ. სრულად

მრგვალი მაგიდა: შიმონ პერესი, გზა მომავლისკენ

27 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის ხსოვნისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა “შიმონ პერესი. გზა მომავლისკენ.”

იხ. სრულად

slogani lurjze gold