თამარ მეფის უნივერსიტეტის წიგნად ქცეული პროექტი

ახლახანს გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის ბატონ ნოდარ შოშიტაშვილის წიგნი „საქართველოს „საძიებლად“ თურქეთში – სამი ზაფხული თურქეთელ ქართველებთან“. ნაშრომი ეყრდნობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის 2011–2014 წლების სამეცნიერო ექსპედიციების ეთნოლოგიურ მასალებს. 

იხ. სრულად

ებრაელ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა
დელეგაციის სტუმრობა თამარიუნში

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ქართველ ებრაელ მეცნიერთა და  საზოგადო მოღვაწეთა დელეგაცია ისრაელიდან და აშშ-დან. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა და მასში მონაწილეობა  მიიღეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, არამედ ქართველმა მწერლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, მათ შორის ებრაული თემის წარმომადგენლებმა.

იხ. სრულად

„ქართული ებრაული პოეზიის ანთოლოგიის“ 
პრეზენტაცია თამარიუნში

ებრაელ მეცნიერთა და ლიტერატორთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 25 ივნისს დაიწყო.  29 ივნისს ისინი ჩვენს უნივერსიტეტს  ეწვივნენ.  ვიზიტის მიზანი გახლდათ  ახლახანს გამოცემული უნკალური წიგნის – „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ – წარდგინება.

იხ. სრულად

საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი,

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

ქართული მუსიკის თვალსაჩინო მოღვაწეს,
ცნობილ კონცერტმაისტერს,

კომპოზიტორსა და პიანისტს 

ქალბატონ ნანა ავალიშვილს 

ულოცავს იუბილეს

იხ. სრულად

ჰუმანიტარული გამომცემლობის „Дух i Лiтера”-ს დირექტორი,
დოქტორი კონსტანტინ სიგოვი სტუმრად უნივერსიტეტში

14 ივნისს თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ უმანსპინძლა უკრაინული ჰუმანიტარული გამომცემლობის „დუხ ი ლიტერას (Дух i Лiтера)” დირექტორს, დოქტორ კონსტანტინ სიგოვს.

იხ. სრულად

საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი,

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

ქართული თეატრის უდიდეს მოღვაწეს, ცნობილ რეჟისორს, 

ქალბატონ მედეა კუჭუხიძეს

ულოცავს იუბილეს,

უსურვებს დღეგრძელობას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს!

ჩვენ მადლობელნი ვართ თქვენი, ქალბატონო მედეა, რომ თქვენი ცხოვრებითა და შემოქმედებითი მოღვაწეობით მომავალი თაობებისათვის სამაგალითოდ ემსახურებით უფალს, სამშობლოსა და ადამიანებს!

იხარეთ და იძლიერეთ! 

ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი პიანისტი კატია სკანავი თბილისში

5 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა და ნიკოლოზ რაჭველმა მსმენელი კატია სკანავისა და ვახტანგ მაჭავარიანის კონცერტზე მიიპატიჟეს.

იხ. სრულად

წმინდა ნინოს დღესასწაულზე უნივერსიტეტის რექტორმა
მოინახულა ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები 

1 ივნისს, წმინდა მოციქულთასწორის, ნინო კაპადოკიელის საქართველოში შემოსვლის ისტორიულ დღეს და ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე ეწვია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრს და მოინახულა ბავშვთა განყოფილება. 

იხ. სრულად

ირინა გორელოვას შემოქმედებითი საღამო

1 ივნისს ჩვენს უნივერსიტეტს ეწვია საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი, მომღერალი, ავტორი, საოცარი სულიერი სიმღერებისა და არაჩვეულებრივი რომანსების შემსრულებელი ქალბატონი ირინა გორელოვა.

იხ. სრულად

ტელეკომპანია "ერთსულოვნება" თამარ მეფის უნივერსიტეტის
შესახებ 
გადაცემაში „შუადღე ერთსულოვნებაზე“

24 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში გადაცემის „შუადღე ერთსულოვნებაზე“ პირველი სტუმარი გახლდათ თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). გადაცემის წამყვანი – ია ბედოიძე, ხელმძღვანელი – ცირა ცანავა.

იხ. სრულად

slogani lurjze gold