moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

„ქართული ებრაული პოეზიის ანთოლოგიის“ 
პრეზენტაცია თამარიუნში

ებრაელ მეცნიერთა და ლიტერატორთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 25 ივნისს დაიწყო.  29 ივნისს ისინი ჩვენს უნივერსიტეტს  ეწვივნენ.  ვიზიტის მიზანი გახლდათ  ახლახანს გამოცემული უნკალური წიგნის – „საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ – წარდგინება.

იხ. სრულად

საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი,

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

ქართული მუსიკის თვალსაჩინო მოღვაწეს,
ცნობილ კონცერტმაისტერს,

კომპოზიტორსა და პიანისტს 

ქალბატონ ნანა ავალიშვილს 

ულოცავს იუბილეს

იხ. სრულად

ჰუმანიტარული გამომცემლობის „Дух i Лiтера”-ს დირექტორი,
დოქტორი კონსტანტინ სიგოვი სტუმრად უნივერსიტეტში

14 ივნისს თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ უმანსპინძლა უკრაინული ჰუმანიტარული გამომცემლობის „დუხ ი ლიტერას (Дух i Лiтера)” დირექტორს, დოქტორ კონსტანტინ სიგოვს.

იხ. სრულად

საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი,

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

ქართული თეატრის უდიდეს მოღვაწეს, ცნობილ რეჟისორს, 

ქალბატონ მედეა კუჭუხიძეს

ულოცავს იუბილეს,

უსურვებს დღეგრძელობას და დიდ შემოქმედებით წარმატებებს!

ჩვენ მადლობელნი ვართ თქვენი, ქალბატონო მედეა, რომ თქვენი ცხოვრებითა და შემოქმედებითი მოღვაწეობით მომავალი თაობებისათვის სამაგალითოდ ემსახურებით უფალს, სამშობლოსა და ადამიანებს!

იხარეთ და იძლიერეთ! 

ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი პიანისტი კატია სკანავი თბილისში

5 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა და ნიკოლოზ რაჭველმა მსმენელი კატია სკანავისა და ვახტანგ მაჭავარიანის კონცერტზე მიიპატიჟეს.

იხ. სრულად

წმინდა ნინოს დღესასწაულზე უნივერსიტეტის რექტორმა
მოინახულა ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები 

1 ივნისს, წმინდა მოციქულთასწორის, ნინო კაპადოკიელის საქართველოში შემოსვლის ისტორიულ დღეს და ბავშვთა დაცვის დღეს ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე ეწვია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრს და მოინახულა ბავშვთა განყოფილება. 

იხ. სრულად

ირინა გორელოვას შემოქმედებითი საღამო

1 ივნისს ჩვენს უნივერსიტეტს ეწვია საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი, მომღერალი, ავტორი, საოცარი სულიერი სიმღერებისა და არაჩვეულებრივი რომანსების შემსრულებელი ქალბატონი ირინა გორელოვა.

იხ. სრულად

ტელეკომპანია "ერთსულოვნება" თამარ მეფის უნივერსიტეტის
შესახებ 
გადაცემაში „შუადღე ერთსულოვნებაზე“

24 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში გადაცემის „შუადღე ერთსულოვნებაზე“ პირველი სტუმარი გახლდათ თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). გადაცემის წამყვანი – ია ბედოიძე, ხელმძღვანელი – ცირა ცანავა.

იხ. სრულად

ქართველო და აფხაზო დებო და ძმებო,

გილოცავთ ჩვენი ძმობის დღესასწაულს –
აფხაზეთობას!

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები აფხაზეთობის დღესასწაულს ულოცავენ სრულიად საქართველოს!

საქართველოში ქრისტიანობის ერთ–ერთი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს – 23 მაისს – უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით დაწესდა სახალხო დღესასწაული აფხაზეთობა.

ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთობა საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა, ხოლო რუსთაველის თეატრში გაიმართა საზეიმო კონცერტი.

 

უნივერსიტეტში წერილი მოვიდა

რატომ ავირჩევდი ჩემი და ჩემი ახლობლების შვილებისა და შვილიშვილებისთვის თამარ მეფის უნივერსიტეტს... დავიწყოთ იმით, რომ თამარ მეფის უნივერსიტეტში შარვლიან გოგონებსაც შენიშნავთ და „ბოლო მოდაზე“ თმაშეჭრილ ბიჭებსაც. იმასაც შენიშნავთ, რომ თავაზიანად მოგესალმებიან და დერეფანში ადგილსაც დაგითმობენ... არც იმან გაგაკვირვოთ, აუდიტორიებიდან ზოგჯერ ხმაური თუ მოგჭრით ყურს... სამაგიეროდ, ნახეთ, როგორი სიჩუმეა ლექციებზე, ლაბორატორიული, პრაქტიკული სამუშაოებისას...

იხ. სრულად

moduli - grigol feradze         moduli - ahmed melashvili         moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri           moduli - shimon peresi           moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold