პროფესორ იაზიკოვას საჯარო ლექცია -  "ხატების სახელოვნებო
და საღვთისმეტყველო ენა უძველესი დროიდან დღემდე"

25 ოქტომბერს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვნებათმცოდნე, მოსკოვის წმიდა ანდრია მოციქულის სახელობის ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დოცენტი, ირინა იაზიკოვა.

იხ. სრულად

პროფესორ ჰენრიკ პაპროცკის საჯარო ლექცია უნივერსიტეტში

21 ოქტომბერს უნივერსიტეტის სენატის დარბაზში ჩატარდა ღვთისმეტყველების დოქტორის, ბელოსტოკის უნივერსიტეტის პროფესორის, ვარშავის სასულიერო სემინარიის პედაგოგის,  წმიდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მემკვიდრეობის ცნობილი მკვლევარის, მამა ჰენრიკ პაპროცკის საჯარო ლექცია თემაზე: „წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის  კვლევის სათავეებთან“..

იხ. სრულად

პროფესორ დავით ყოლბაიას საჯარო ლექცია უნივერსიტეტში

21 ოქტომბერს უნივერსიტეტის სენატის დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია.

იხ. სრულად

ონლაინ პრემიერა მამა ადამის პერფორმანსისა  -
"ნუ გაწვიმდები"

წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მულტიმედიური სტუდია მირკანის ორგანიზებით შედგა საერთაშორისო ონლაინ პრემიერა მამა ადამის პერფორმანსისა - "ნუ გაწვიმდები". ეს პერფორმანსი ჩატარდა სამეფო უბნის თეატრში 2016 წელს. 

იხ. სრულად

შეხვედრა  პროფესორ შუშანა ფუტკარაძესთან

2016 წლის 6 ოქტომბერს თამარ მეფის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ მეცნიერთან, თურქეთელი ქართველების ენისა და კულტურის მკვლევარ, პროფესორ შუშანა ფუტკარაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები.

იხ. სრულად

პოლონელი სასულიერო პირების დელეგაცია უნივერსიტეტში

2016 წლის 6 ოქტომბერს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია პოლონელი სასულიერო პირების დელეგაცია ვოინოვოს  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრიდან: იღუმენია აგნია (ჩეხა), სამონაზვნე მარტა (გალაშევიჩი) თანმხლებ პირებთან ერთად –  შინდისის წმიდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია თამარი და სხვა დედები. 

იხ. სრულად

წუთიერი დუმილი სიმონ ზაზაძის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად 

6 ოქტომბერს უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა აკადემიური საბჭოს წევრებს, სენატისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აცნობა თურქეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის სიმონ პავლეს ძე ზაზაძის გარდაცვალების შესახებ. 

იხ. სრულად

ონლაინ პრემიერა მამა ადამის პერფორმანსისა  -
"მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ"

წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მულტიმედიური სტუდია მირკანის ორგანიზებით შედგა საერთაშორისო ონლაინ პრემიერა მამა ადამის პერფორმანსისა - "მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ". ეს პერფორმანსი ჩატარდა სამეფო უბნის თეატრში 2015 წელს. 

იხ. სრულად

გარდაიცვალა სიმონ ზაზაძე

5 ოქტომბერს ჟენევაში ერთ–ერთ კლინიკაში გარდაიცვალა თურქეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მეცენატი, საზოგადო მოღვაწე, ბიზნესმენი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, ZAZA HOLDING–ის მფლობელი, 1962–1982 წლებში ჟურნალ "ბედი ქართლისას" დამფინანსებელი, სტამბოლის ქართველთა სავანის კომანდატორი, საქართველოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ამავე უნივერსიტეტის მეგობართა და მხარდამჭერთა საზოგადოების პალატის ოქროს წევრი, სიმონ პავლეს ძე ზაზაძე.

იხ. სრულად

მრგვალი მაგიდათ თემაზე: ხანგრძლივი ზრუნვის
სისტემების განვითარება საქართველოში

2016 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის მიზანიც გახლდათ 2016 წლის ბოლოს სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან  ერთობლივად დაგეგმილი კონფერენციის – „ ხანგრძლივი ზრუნვის სისტემების განვითარება საქართველოში“ –  ორგანიზება. 

იხ. სრულად

slogani lurjze gold