ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი
"გელათთან მომენატრებით" 

     10 ნოემბერს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა ეხილა არქიმანდრიტ ადამის (ვახტანგ ახალაძის) მორიგი ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი „გელათთან მომენატრებით“.

იხ. სრულად

 საჯარო ლექცია უნივერსიტეტში

     უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა რექტორის, არქიმანდრიტი ადამის მორიგი საჯარო ლექცია თემაზე, „ცოდნა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ლექცია უნივერსიტეტში

     2014  წლის 17 ოქტომბერს   საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრმა ლექცია/სემინარი ჩაატარა. ლექციის თემა გახლდათ: ,,კერძო საკუთრება და ეკონომიკური თავისუფლების  დონე საქართველოში’’

იხ. სრულად

 ახალი სასწავლო წელი: საუნივერსიტეტო ზეიმი

     30 სექტემბერს თამარ მეფის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. 

იხ. სრულად

ფონდ "უფლის შვილების" პოეზიის საღამო 
ლეიკემიით  დაავადებული  ბავშვების  დასახმარებლად

     13 სექტემბერს მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გაიმართა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალდაარსებული საქველმოქმედო ფონდ "უფლის შვილების" მიერ ორგანიზებული ღონისძიება: ფონდის წარდგინება და პოეზიის საღამო, რომელზედაც შემოწირული თანხა გადაერიცხებათ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

იხ. სრულად

აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა

     10-14 სექტემბერს თბილისი მასპინძლობდა მედიცინის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების 44-ე კონგრესს „აბრეშუმის დიდი გზა და მედიცინა“. სექციას „რელიგია და მედიცინა“ თავმჯდომარეობდა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).

ჟურნალი "ჩვენი მწერლობა" ჩვენი უივერსიტეტის
ერთი ღონისძიების შესახებ

     ჟურნალმა "ჩვენმა მწერლობამ" ამა წლის მე-18 ნომერშ გამოაქვეყნა მასალა 10 ივნისს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში გამართული საღამოს შესახებ. ეს გახლდათ პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ემზარ კვიტაიშვილის შემოქმედებითი საღამო. აქვე იბეჭდება მამა ადამის ამ ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვა.

წარდგინება წიგნისა "სოხუმის ქუჩაზე"

book cover - soxumis quchaze     25 ივლისს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ „მუზაში“ აფხაზეთის მთავრობამ და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა საზოგადოებას წარუდგინა გამომცემლობა „მირკანის“ მიერ ახლახანს გამოცემულ წიგნი „სოხუმის ქუჩაზე“, რომელიც ეკუთვნის არქიმანდრიტ ადამს - ვახტანგ ახალაძეს.  





იხ. სრულად

     2014 წლის ივლისის ნომერში ჟურნალი „ისტორიანი“ რუბრიკით „ნომრის სტუმარი“ აქვეყნებს ინტერვიუს მამა ადამთან „დღევანდელი დღე ისტორიის ისეთივე ნაწილია, როგორიც ჩვენი წარსული“.

იხ. სრულად

ემზარ კვიტაიშვილის პოეზიის საღამო

     10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭრით უნივერსიტეტის დიდ დარბაზში გაიმართა პოეტ ემზარ კვიტაიშვილის პოეზიის საღამო. საღამოს უძღვებოდნენ მსახიობები: ვახტანგ ახალაძე და მაკა შალიკაშვილი

იხ. სრულად

slogani lurjze gold