განვითარების სტრატეგია

  • მთავარი
  • თანამშრომლობა
  • განვითარების სტრატეგია
  • სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის სამსახური

    (კარიერული განვითარების ცენტრი)

    განვითარების სტრატეგია

     

    საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის 2021-2024 სასწავლო წლების სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის სამსახურის სტრატეგია მოიცავს   ადგილობრივი და საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა და განხორციელების, ინტერნაციონალიზაციის პრიორიტეტების ძირითად ჩარჩოს. სტრატეგია მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო ურთიერთობის ყველა ფორმას (ბილატერალურსა და მულტილატერალურს).

    სტრატეგია მოიცავს სტუდენტებისთვის ცოდნის ამაღლების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა სერვისის განვითარებას; სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის უწყვეტი პროფესიული განათლების სერვისის ხელშეწყობას, აქტიური და კომპლექსური პიარკამპანიის წარმართვას სტუდენტების მოსაზიდად, დასაქმებისა და კარიერული ზრდის სერვისის განვითარებას სტუდენტებისთვის.


    ადგილობრივი აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის პრიორიტეტები:

    სტრატეგიის ნაწილია აკადემიური და კვლევითი ურთიერთობების დამყარება ადგილობრივ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, რომელიც ხელს შეუწყობს:

    • აკადემიური განათლებისა და სამეცნიერო კვლევისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას;
    • პროგრამების თავსებადობას კურიკულუმის კონსტრუირების, სწავლის შედეგებისა და კომპეტენციების ჩარჩოს ფარგლებში;
    • ცალკეულ მიმართულებებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას;
    • სასწავლო და სამეცნიერო ბაზების ერთიანი ქსელის შექმნას;
    • საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას თანამშრომლობის შედეგად;
    • ერთობლივი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების დაგეგმვას.

      

    ინტერნაციონალიზაციის ძირითადი პრიორიტეტები:

    საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესისთვის განმსაზღვრელი იქნება ოთხი პრიორიტეტი:

    1. უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდა პარტნიორობითა და თანამშრომლობით ევროპის და სხვა უცხოურ უნივერსიტეტებთან Erasmus+ ფარგლებში, 2. მეორე პრიორიტეტი მოიცავს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო გაცვლის გაძლიერებას, 3. წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერება საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით სივრცეში, შიდა სამეცნიერო გარემოს ინტერნაციონალიზაცია, 4. ერთობლივი საერთაშორისო კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების დაგემვა და განხორციელება.

    ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტის როლის გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას სოციალურ დისკურსში, ასევე გლობალურ სოციალურ და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით გამოსავლის ძებნაში.

    ზემოჩამოთვლილი აქტივობების განხორციელების შედეგად განისაზღვრება წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის რაოდენობრივი მაჩვენებლები.

    ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მიზანმა უნდა აამაღლოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მეცნიერების ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებში და ამავე დროს უზრუნველყოს უცხოელ მეცნიერთა ჩართულობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტებში.

    უნივერსიტეტი აუცილებლად გაითვალისწინებს და გამოიყენებს European Centre-ის გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტების მომზადებასა და წარდგენას. ინტერნაციონალიზაციის პროცესის მიზანია უახლესი კვლევების განხორციელება უნივერსიტეტში.

    სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის სამსახური (კარიერული განვითარების ცენტრი) კოორდინირებას გაუწევს ახალ ინიციატივებს ისე, რომ შეესაბამებოდეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის საჭიროებებსა და ახალ მიმართულებებს ინტერნაციონალიზაციის განვითარების თვალსაზრისით.

     

    აკადემიური პერსონალის სერვისების განვითარება         

    • უწყვეტი პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
    • უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა უცხოეთის უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
    • უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ინსტიტუტისა და ცენტრების გააქტიურება აკადემიური პერსონალის მზარდი ჩართულობით

      

    სტუდენტთა სერვისების განვითარება 

    • სტუდენტური თვითმმართველობის შექმნის ორგანიზება 
    • სტუდენტთათვის საინფორმაციო სისტემის განვითარება 
    • უწყვეტი პროფესიული განათლების სერვისის ხელშეწყობა 
    • დასაქმებისა და კარიერული ზრდის სერვისის განვითარება სტუდენტებისთვის 
    • უნივერსიტეტში სტუდენტთა უცხო ენების ცოდნის დონის ამაღლების მიზნით მაღალი რენომეს მქონე უცხო ენის ცენტრებთან ურთიერთობის დამყარება და სწავლების სერვისის უზრუნველყოფა ევროპულ და სხვა უცხოურ უნივერსიტეტებში მობილობისა და ევროპული გამოცდილების მიღებისათვის 
    • უნივერსიტეტის პირველ სართულზე სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის სერვისის განვითარება 
    • სტუდენტებისთვის გადაუდებელი და კრიზისულ სიტუაციაში დახმარების სერვისის განვითარება.

     

    კონტაქტი
    სერვისების განვითარებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს წერილობით და ვერბალურ კომუნიკაციას თითოეულ სტუდენტთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კულტურულ-შემოქმედებით და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან. 

    შესრულებული სამუშაოს შეფასება და მონიტორინგი
    სტრატეგიას განიხილავს სენატი და მტკიცდება რექტორის მიერ და ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ წარედგინება სენატს.

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი