თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • 🌹❄❤ ნათლისღების დღესასწაულს გილოცავთ!



    🌴💦ნათლისღებას ეკლესიურად კიდევ წმინდა განცხადების დღე ეწოდება, რადგან ჩვენ ვდღესასწაულობთ ყოვლადწმიდა სამების ცხადად ჩვენებას ადამიანთა წინაშე. იესო ქრისტემ, თავად ნათელმა ჭეშმარიტმა და ყოვლისა სოფლისა განმანათლებელმა, ნათელიღო იოანე ნათლისმცემლისაგან და იორდანის წყლებში შებრძანებით განსწმინდა მთელი სამყაროს წყლები, მოსპო რა მასში უხილავად დამკვიდრებული ბოროტი ძალნი და იხილა ერმა ქრისტე - საუკუნეთა განმავლობაში წინასწარმეტყველთაგან ნაქადაგები ძე ღვთისა - მხსნელი და მესია, რომელსაც ზეცით გარდამოევლინა მტრედის სახით სული წმინდა და ემოწმებოდა მამა ღმერთის ხმა ზეციდან: „ეს არის ძეჲ ჩემი საყუარელი, რომელიც მე სათნო მეყო“.

    🌴💦ნათლისღებას შუა ღამეს წყალი ყველგან იწყებს ღელვას იმის ნიშნად, რომ ამ დროს იორდანეში შებრძანდება მაცხოვარი. წმ. იოანე ოქროპირი ერთ თავის საუბარში ამბობს: ეს არის დღე, როცა ნათელიღო იესო ქრისტემ და განწმინდა წყლები. ამის გამო შუაღამისას დღესასწაულზე იღებენ წყალს, მიაქვთ სახლში, უფრთხილდებიან და ინახავენ მთელი წლის განმავლობაშიო.

    🌴💦არის კიდევ ერთი წარმოდგენა, გავრცელებული მორწმუნეთა შორის, რომ ნათლისღებას ცისკრის წინ ზეცა განიღება, როგორც სახარებაშია ნათქვამი: „და როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა, გაიხსნენ ცანი“. ამ დროს ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს: რაზედაც მთელი გულით ილოცებ, ღვთის ნებით აუცილებლად შეგისრულდებაო.

    🌴💦ნათლისღების დღესასწაულს ქრისტიანები განსაკუთრებულად ულოცავენ ნათლიებს. საქართველოში ტრადიციულად სავსე ტაბლას მიართმევენ ხოლმე, ანუ ტაბლაზე, ხონჩაზე დაწყობილ ტკბილეულს, კვერებს, ხაჭაპურებს, ღვეზელებს, გოჭს, ქათამს, ყველს, ჩურჩხელებს, ხილს...

    🌴💦ნათლისღების დიდ აიაზმას წინ უძღვის წყლის კურთხევა დღესასწაულის წინა დღეს. წყალი ყველაფერს წმენდს, ასუფთავებს ჭუჭყისა და სიბინძურისაგან, მაგრამ მას სულის განწმენდა ვნებათა და ცოდვათაგან არ ძალუძს. წყალმა რომ ეს თვისება შეიძინოს, ამისათვის მოუხმობს მღვდელი სულიწმიდას, ერთ არს სამებას და სულიწმიდის შეწევნით წყალში ისადგურებს სულიწმიდის მადლი.

    🌴💦 ნათლისღების დღესასწაულზე, როცა იერუსალიმის პატრიარქი ღვთისმსახურებას ატარებს, მდინარის წყლები იწყებს ღელვას და დინება იცვლის მიმართულებას: მიედინება აღმა. ასე თვალხილულად გვიჩვე ნებს უფალი თავის მადლსა და ძალას. და აი, უკვე ორი ათასი წელია ადამიანები მოდიან ამ ბიბლიური მდინარის სანაპიროზე, რათა განიბანონ და მიიღონ კურნება სულისა და ხორცისა.
    როდესაც იესომ ნათელ იღო იორდანეში და მასზედ გადმოვიდა სულიწმიდა მტრედის სახით, იორდანის წყლებმა დინება აღმა გააგრძელეს. ეს სასწაული მას მერე ყოველწლიურად მეორდება. წმინდა მიწაზე გვიყვებიან, რომ მორწმუნენი ანთებულსანთლებიან ხის ჯვრებს უშვებდნენ მკვდარი ზღვისკენ და მერე აკვირდებოდნენ, როგორ მოჰქონდა მდინარეს ისინი უკან.

    🌹❄❤ ი ხ ა რ ე თ, ქრისტეს მიერ საყვარელნო!

     

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი